უკრაინის საჰაერო ძალები – უკრაინელებმა რუსების გაშვებული 18 დრონიდან 16 გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წუხელ რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 18 უპილოტო საფრენი აპარატიდან 16 გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„25 თებერვლის ღამეს მოწინააღმდეგემ თავდასხმა Shahed-ის ტიპის 18 უპილოტო საფრენი აპარატით ს ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკისა და ს ჩაუდას კონცხის ტერიტორიიდან განახორციელა“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.
მათი ცნობით, თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა და საჰაერო ძალების ავიაციამ ერთობლივი მოქმედების შედეგად პოლტავას, ს, ხმელნიცკის, ნიკოლაევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში 16 დრონი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე