ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის

ევროკომისია ს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკვე დავიწყეთ უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სკრინინგის პროცესი. იქ ძალიან ბევრი სამუშაოა, გრაფიკია. მოგიწოდებთ ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულოთ. ჩვენი მხრიდან – ჩვენ, ევროკომისია, მარტის შუა რიცხვებში მოგაწვდით მოლაპარაკებებისთვის ზოგად ჩარჩოს”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.