ლონდონი საბრძოლო მასალის წარმოებისთვის კიევს 245 მილიონ ფუნტს დაჰპირდა

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინისთვის 245 მილიონი ფუნტი სტერლინგის (311 მილიონი დოლარი) ოდენობითთავდაცვის ახალი პაკეტის გამოყოფა გამოაცხადა.
ლონდონის თანახმად, ს ფართომასშტაბიანი აგრესიის ორი წლის შემდეგ, ეს თანხები “უკრაინისთვის უკიდურესად საჭირო საარტილერიო საბრძოლო მასალის” წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
24 თებერვალს, თავის განცხადებაში, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შეპსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მიუხედავად ყველაფრისა“ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნეს 2022 წლის თებერვალში შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი.
„მაგრამ უკრაინელები ვერ შეძლებენ ამ ომის მოგებას საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე“,- დასძინა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
მანამდე უკრაინისათვის მხარდაჭერის პირობა დადეს დასავლეთის ლიდერებმა, რომლებიც რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდნენ.
ევროპა მხარს დაუჭერს ს იქამდე, სანამ ის “საბოლოოდ თავისუფალი არ გახდება”. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა კიევში შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის მეორე წლისთავზე უკრაინაში ჩავიდნენ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო.

ასევე დაგაინტერესებთ