ბათუმში გაიმართა უკრაინის სოლიდარობის აქცია

“სიკვდილი მტერს” – ამ შეძახილით დაიწყო უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე, რომლის ორგანიზატორია მოძრაობა “მაიდანი ბათუმი”.
უკრაინელმა აქტივისტებმა მოედანზე გამოფინეს უკრაინაში მიმდინარე ომის ამსახველი დოკუმენტური ფოტოები. მოაწყვეს ომში დაღუპული უკრაინელი და ქართველი მეომრების ფოტოების სტენდი.
აქცია დაიწყო უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ცოცხალი შესრულებით. აანთეს სანთლები და პატივი მიაგეს ომში დაღუპულებს.
სოლიდარობის აქციაზე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა, უკრაინაში მებრძოლი სამხედროების დასახმარებლად.
“სიკვდილი მტერს” – ისმოდა შეძახილები ქართულ და უკრაინულ ენებზე.

„მსოფლიოს უნდა გავახსენოთ, რომ ახლაც უკრაინელი ბავშვები და მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება რუსეთის აგრესიას”, – აღნიშნა ერთ-ერთმა გამომსვლელმა.
სოლიდარობის აქციაში მონაწილეობდნენ უკრაინელი, ქართველი, ბელარუსი და რუსი აქტივისტები. ასევე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
ევროპის მოედანზე მედეას ძეგლთან რუსმა აქტივისტებმა პარალელურად გამოფინეს ციხეში გარდაცვლილი რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სურათები, რომლებიც ყვავილებით შეამკეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: რა თქვა მუზეუმაა? – იქნებ ესეც გაგვერკვია, რაო, შედევრია და რუსოფობები უდიერად ეპყრობიანო. თანაც მავანნი წუხან, წმინდა ნიკოლოზ მეორე შეურაცხყვესო, ის ნიკოლოზი, უპატრონო ძაღლებსა და კატებს რომ ხოცავდა

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც