ალექსეი ნავალნის ცხედარი ოჯახს გადასცეს

ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს გადასცეს.
ამის შესახებ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ს პრესმდივანი კირა იარმიში “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
„ალექსეის ცხედარი დედამისს გადასცეს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად ითხოვდა. ლიუდმილა ივანის ასული [ნავალნის დედა] სალეხარდშია. დაკრძალვა ჯერ წინაა. არ ვიცით, მთავრობა ხელს შეუშლის თუ არა მათ ისე ჩატარებას, როგორც ეს ოჯახს სურს და როგორც ამას ალექსეი იმსახურებს. ინფორმაციას მოსვლისთანავე გაგაცნობთ”, – წერს იარმიში.

ასევე დაგაინტერესებთ