ლოჩოშვილი არ ათამაშეს – კაცნაკლულმა “კრემონეზემ” “პალერმოსთან” ფრეს მიაღწია

სერია B-ს 26 ტურში „კრემონეზესა“ და „პალერმოს“ მატჩი 2:2 დასრულდა.
ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ერთმანეთს სერია A-ში დაბრუნების პრეტენდენტები ხვდებოდნენ. კრემონელები მე-16 წუთზე სერნიკოლას გაძევების გამო კაცნაკლულები დარჩნენ, სტუმრები კი 2:0 დაწინაურდნენ. თუმცა მასპინძლებმა შესვენების შემდეგ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და ფრეს მიაღწიეს.
მასპინძელთა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო იყო.
„კრემონეზე“ 47 ქულით მეორე ადგილზეა და 27 თებერვალს გენუაში „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.
კრემონეზე – პალერმო 2:2
გოლები: 0:1 ბრუნორი (18, პენ), 0:2 რანოკია (44),1:2 კასტანეტი (49), 2:2 კოდა (50)