გადაწყდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ადგილზე, რომელზეც არის და გააგრძელებს მუშაობას, ვიდრე ახალი აშენდება

გადაწყდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ლადგილზე, რომელზეც არის და გააგრძელებს მუშაობას, ვიდრე ახალი აშენდება, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა პრემიერ-მინისტრ სთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრა პოზიტიურად, მათთვის სასარგებლო შედეგით წარიმართა.
„ძალიან მომზადებული ვიყავით არგუმენტაციის გასამყარებლად. მოტანილი გვქონდა აბსოლუტურად ყველა ექსპერტიზა და დოკუმენტი, რომელიც ჩვენს არგუმენტაციას გაამყარებდა. სრულიად მოულოდნელად, საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შედეგით. ჩვენი არგუმენტაცია, ძალიან დიდი ნაწილი იქნა გათვალისწინებული. გადაწყდა, რომ სახელმწიფო კლინიკა, ერთადერთი მრავალპროფილური კლინიკა თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ლოკაციაზე, რომელზეც არის. გააგრძელებს მუშაობას, ვიდრე ახალი აშენდება უკანა მხარეს ეზოში. ამავე დროს მოხდება იმ კორპუსის, ნაწილის, რომელშიც დღესდღეობით რესპუბლიკური საავადმყოფოა განთავსებული, მოდერნიზაცია, იმისთვის, რომ გარდამავალ პერიოდში კლინიკამ სრულად შეძლოს პაციენტებისთვის სერვისების მიწოდება. უკან ახალი შენობა როდესაც აშენდება რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი გადავა ახალ შენობაში“, – აღნიშნა ექიმმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით, გამოკითხულთა 47% ქვეყნის მომავალს “მოსახლეობისაგან მაქსიმალურად დაცლილ, დაქცეულ და დაშლილ უკრაინაში” ხედავენ

როდესაც თვეების განმავლობაში, გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად, ძირს უთხრიან ეუთო/ოდირის რეპუტაციას, მაშინ ნუ გაუკვირდებათ ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც თავს ვიკავებთ ვინმეს მოწვევისგან