Українська правда უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის მიერ ჩამოგდებულ A-50-ის ტიპის რუსული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებიდან 10-ვე მოკვდა. ამავე ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 5 რუსი მაიორი, 3 კაპიტანი, ლეიტენანტი და უმცროსი ოფიცერი.
15 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ აზოვის ზღვის თავზე უკრაინელებმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი А-50-ი ჩამოაგდეს და საჰაერო მართვის ფუნქციის მქონე თვითმფრინავი Ил-22М დააზიანეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ დაადასტურა, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა А-50 ჩამოაგდეს. მისი მტკიცებით, ეს საჰაერო ძალების დაგეგმილი და შესრულებული ოპერაცია იყო.
А-50-ის ღირებულება 330 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.