120 ადამიანი დღეში. ჟურნალისტებმა უკრაინაში რუსეთის არმიის დანაკარგები ახალი მეთოდით შეაფასეს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მეორე წლის თავზე „მედუზის“ და „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა ს დანაკარგების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნეს.
ჟურნალისტები წერენ, რომ მათ მიერ შემუშავებული გაანგარიშების მეთოდის გამოყენებით, შეისწავლეს რუს სამხედროთა შორის დაღუპულთა რიცხვი შეჭრის პირველივე დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან – 2023 წლის ბოლომდე. ამ მეთოდით მიღებული რიცხვი 75 ათასია. “და დანაკარგების მაჩვენებელი არ მცირდება”, – წერენ გამოცემის ავტორები და ხაზს უსვამენ, რომ მათი გამოთვლები სავარაუდოა.
“ეს არ არის ზუსტი რიცხვი, არამედ სტატისტიკური შეფასება, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, ანუ საკმაოდ ფართო დიაპაზონში ყველაზე სავარაუდო მნიშვნელობა 66-დან 88 ათასს აღწევს”, – ნათქვამია ტექსტში.
მასალაში დანაკარგების დინამიკასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის წინა ხაზი რეალურად 2023 წელს გაიყინა, დანაკარგების მაჩვენებელი არა მხოლოდ არ შემცირებულა, არამედ მნიშვნელოვნად გაიზარდა.
“თუ 2022 წელს დაღუპულთა რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 24 ათასი ადამიანი, მაშინ 2023 წელს ის გაორმაგდა, თითქმის 50 ათასამდე. დანაკარგებმა მაქსიმალურ ზღვარს ბახმუტის ბრძოლის დროს, 2023 წლის იანვარ-მარტში მიაღწია”, – ასკვნიან ორი გამოცემის თანამშრომლები.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ რუს დაღუპულ ჯარისკაცთა შორის, რეგულარული სამხედრო მოსამსახურეებისა და ყოფილი პატიმრების შემდეგ, სიდიდით მესამე ჯგუფს მობილიზებულები შეადგენენ. მათი წილი იმავე 75 ათასიდან დაახლოებით 16 ათასს აღწევს.
· რუსეთი და თავიანთ სამხედრო დანაკარგებს ოფიციალურად არ ასაჯაროებენ.
· უკრაინის შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 21 თებერვლამდე, მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის დანაკარგი შეადგენს 406 080-ს.
· რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხოლოდ 2023 წლის კონტრშეტევებისას დაიღუპა და დაიჭრა 166 000 უკრაინელი სამხედრო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად