ზელენსკი: ყველა ნორმალურს სურს ომის დასრულება, თუმცა, არავინ დაუშვებს უკრაინის დასრულებას

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქიდან, გოსტომელიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ზელენსკის თქმით, თითოეულ უკრაინელს, ომის დაწყების განსხვავებული ისტორია აქვს, თუმცა, ერთადერთი ფინალი ყველასთვის გამარჯვება უნდა იყოს.
“ზუსტად აქედან უნდა დაწყებულიყო “სა და უკრაინის სამ დღეში აღება”. სიტუაციის აღწერა ერთ წინადადებაშია შესაძლებელი: ორი წლის წინ აქ ვხვდებოდით მტრის დესანტს ცეცხლით, ახლა კი აქ ვიღებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს. ეს ზუსტად აღწერს გზას, რომელიც ჩვენ გავიარეთ ამ ორი წლის განმავლობაში და განსხვავებას 24 თებერვალს შორის მაშინ და ახლა.
თითოეული უკრაინელი უნებურად იხსენებს ამ დღეს. ყველას განსხვავებული ისტორია აქვს ომის დაწყების, თუმცა, ამ ომის ერთადერთი ფინალი გამარჯვება უნდა იყოს და ამ გასული ორი წლის გახსენებისას ვფიქრობ, რომ სხვანაირად ვერც იქნება. ვიხსენებ, რა გააკეთეს უკვე უკრაინელებმა.
ხალხი, რომელმაც პირველ სამ დღეს გაუძლო, მეოთხე დღეს არ დაეცა და მეხუთე დღისთვის იბრძოლა. შემდეგ თვე, ექვსი თვე და ახლა უკვე ორი წელი. თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის ბრძოლას ამ დიადი ქვეყნის დიადი ხალხი აწარმოებს. წარმოუდგენლად ვამაყობ თითოეული მათგანით. ყველა ნორმალურ ადამიანს სურს ომის დასრულება, თუმცა, არავინ დაუშვებს უკრაინის დასრულებას. ამიტომ სიტყვებთან “ომის დასრულება” ყოველთვის ვამატებთ “ჩვენი პირობებით”. სწორედ ამიტომ, სიტყვასთან “მშვიდობა” ყოველთვის ისმის “სამართლიანი” და მომავალში, სიტყვა “სთან” ყოველთვის იდგება სიტყვა “დამოუკიდებლობა”. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დღეს. მადლობა ყველა ჩვენს ჯარისკაცს, მადლობა ჩვენს ხალხს, და ყველას, ვინც ჩვენს გვერდით დგას”. – თქვა ზელენსკიმ.