პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ხვდება.
მედპერსონალისა და მთავრობის მეთაურის შეხვედრა ეხება ექიმების მოთხოვნას, გაუქმდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის შესახებ.
როგორც ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა განუცხადა, შეხვედრას ასევე დაესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.
დღევანდელი შეხვედრა გადაწყდა ბატონი პრემიერ-მინისტრის სურვილით, რომ ისევ გაგვეგრძელებინა კონსულტაციები. გუშინ ვიყავით მხოლოდ ექიმები, პრემიერ-მინისტრი და . მათ გულდასმით მოისმინეს ჩვენი არგუმენტები, ყველა მოსაზრება რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ, ასევე ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხდება ბრძანებულების გამოცემის შემდეგ. რას შეეხებოდა ჩვენი პროტესტი დაწვრილებით მოვახსენეთ და გუშინვე ჩანიშნეს დღევანდელი შეხვედრა,16:00 საათისთვის. ასეთი ფრაზაც იყო ნათქვამი, რომ იქნებიან ჯანდაცვის მინისტრი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენ მზად ვართ ამ შეხვედრისთვის ჩვენი არგუმენტებით, ფაქტობრივი მასალით, ყველა დოკუმენტაცია გვაქვს რაც საჭიროა ჩვენი არგუმენტაციის გასამყარებლად და ველოდებით, რომ საქმიანი შეხვედრები, რომელსაც ამდენი ხნის გამავლობაში ვითხოვდით,როგორც იქნა დაიწყო და ამ კონსულტაციებს ჩვენთვის და სახელმწიფოსთვის სასიკეთო გამოსავალი ექნება აუცილებლად”, – განაცხადა ნინო ოთარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ