ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი მარათონი მიმდინარეობს

„ომი გრძელდება” – ამ ლოზუნგით ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი მარათონი მიმდინარეობს. სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში უკრაინელებთან ერთად, ქართველებიც მონაწილეობენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საქველმოქმედო მარათონის ფარგლებში შეგროვებული თანხა, რუსეთის მიერ, უკრაინაში დაბომბილ ქალაქებს მოხმარდება.
დღესვე მინი ფეხბურთში საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, რომელშიც უკრაინისა და საქართველოს ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.
ასევე, დღესვე, ბათუმში ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი „ქართულ ოცნებას“ – შეწყვიტეთ მოქალაქეების მოტყუება! აიღეთ პასუხისმგებლობა ერთწლიან ტყუილებზე, რომელმაც გააღარიბა ქართველი ხალხი და გააუქმეთ საწვავზე აქციზის გადასახადი დროებით!