Polymetal International რუსულ ბიზნესს $3,7 მლრდ-ად გაყიდის

Polymetal International ყიდის ს ვერცხლის უმსხვილეს მწარმოებელს და ოქროს ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელს Polymetal-ს 3,69 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებაში, რომელიც ითვალისწინებს რუსული ბიზნესის ვალს.
ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
შეთანხმებული ხელშეკრულების თანახმად, Polymetal International-ი თავისი რუსული ბიზნესის 100%-ს ($3,69 მლრდ) Мангазея Плюс-ს, რომელიც Mangazeya Mining-ის ნაწილია, მიყიდის. აქედან $2,21 მილიარდი რუსული ბიზნესის წმინდა დავალიანებაა.
თანხაში შედის 1,48 მილიარდი დოლარის სახსრები, საიდანაც 1,43 მილიარდი არის დივიდენდები რუსული ბიზნესიდან, რომელიც უნდა გადაიხადოს გაყიდვის დასრულებამდე. ტრანზაქციის დასრულების შემდეგ კომპანიას დამატებით 50 მილიონ დოლარს გადაუხდიან.
Polymetal International-მა განაცხადა, რომ აპირებს გამოიყენოს 1,15 მილიარდი დოლარის დივიდენდები, რათა გადაიხადოს შიდა ჯგუფის დავალიანება. დარჩენილ დაახლოებით 280 მილიონ დოლარს კომპანია შიდა კორპორაციული მიზნებისთვის შეინარჩუნებს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა გადახდა განხორციელდება რუსული რუბლით ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით, რომლებიც არ ექვემდებარება სანქციებს. ხელშეკრულება ასევე მოითხოვს აქციონერთა თანხმობას.