ბათუმში ქართულ-უკრაინული კრებულის წარდგენა გაიმართა

24 თებერვალს, 12:00 საათზე, ში ომის დაწყების ორი წლისთავზე, ბათუმში ქართულ – უკრაინული კრებულის – “100 ქართველი პოეტი უკრაინას – “ჩემო უკრაინა” წარდგენა გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, წარდგენას დაესწრნენ კრებულის ავტორები დან, თბილისიდან, უკრაინის დიასპორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ინფორმაციისთვის: კრებულში განთავსებულია 100 ქართველი პოეტის ის ლექსები, რომლებიც ომის დაწყების პირველივე დღეებსა და თვეებში დაიწერა და გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში. ეს კრებული მეორე წიგნია, პირველი კრებული დაიბეჭდა 2022 წლის სექტემბერში და მასში 131 ავტორის პოეტური და პროზაული ნაწარმოები შევიდა. კრებულებში ასევე განთავსდა, ამავე თემაზე შექმნილი ქართველი მხატვრების ნამუშევრების ილუსტრაციები.
რედაქტორები არიან: თამარ შაიშმელაშვილი , რაულ ჩილაჩავა, ანატოლი ტკაჩენკო. ორივე კრებულის გამოცემის მხარდამჭერია . იდეის ავტორი გულიკო ზუმბაძე.
ორენოვანი კრებულის პირველი წარდგენა, თბილისში, 9 დეკემბერს გაიმართა და მას უკრაინის საელჩოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს