ომის ორი წლისთავზე კიევში ჩავიდნენ დასავლელი ლიდერები

უკრაინისათვის სოლიდარობის გამოსახატად 24 თებერვალს კიევში ჩავიდნენ დასავლელი ლიდერები, მათ შორის იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები.
სააგენტო Reuters იტალიის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ბელგიის პრემიერ მინისტრი ალექსანდრ დე კროო და ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ 23 თებერვალს ღამით, მატარებლით.
24 თებერვალს დილით კიევში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც ჩავიდა.
სოციალურ მედია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯონსონმა დაწერა, რომ მას არ აქვს ეჭვი, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ და განდევნიან პუტინის ჯარებს – იმ პირობით, რომ ჩვენ უკრაინელებს გავუწევთ სათანადო სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დახმარებას“.
24 თებერვალს, მოგვიანებით, მელონი უმასპინძლებს ვიდეოკონფერენციას დან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკის მიიწვევენ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად.

ასევე დაგაინტერესებთ