ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს კლინიკასთან დაკავშირებული ვითარება. მთავრობის მეთაურმა მედიკოსებისგან მოისმინა ინფორმაცია, არგუმენტები და მოსაზრებები პრობლემის მოგვარების შესაძლო გზებზე. ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რათა პროცესი არ დაზიანდეს და როგორც საზოგადოებრივი, ასევე მედპერსონალის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.
შემდეგი შეხვედრა გაიმართება ხვალ, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.
Previous: საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით – ირაკლი კობახიძე

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება