უკრაინაში ომის 2-წლის თავზე 30 457 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული და დაჭრილი – გაერო

გაერომ ში ორწლიანი ომის შედეგები შეაჯამა. გაეროს სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, 2 წლის განმავლობაში 30,457 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა.
ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, რომელიც ს მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის თავზე გამოქვეყნდა.
გაეროს სადამკვირვებლო მისია აანალიზებს მხოლოდ დადასტურებულ მსხვერპლს და ინახავს მონაცემებს 2022 წლის 24 თებერვლიდან. მათი ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია 30 457 მშვიდობიანი მოქალაქე, აქედან 10 582 დაიღუპა და 19 875 დაიჭრა.
დაზარალებულთა შორის 11,5 ათასი მამაკაცი იყო, ხოლო 7,5 ათასი ქალი. რაც შეეხება ბავშვებს, საომარი მოქმედებების შედეგად 900 ბიჭი და 670 გოგონა დაშავდა ან დაიღუპა.
მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი მშვიდობიანი მოქალაქისთვის სქესის დადგენა შეუძლებელია.
2022 წლის მარტი იყო თვე, სადაც ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა (4290). 2023 წელს დანაკარგები საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ყოველთვიურად 150-დან 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება სამხედრო ოპერაციების შედეგად.
გაეროს მისიის თანახმად, მშვიდობიანი მოსახლეობის 91% დაზარალებულია ასაფეთქებელი იარაღით.
გარდა ამისა, გაეროს სადამკვირვებლო მისიამ დაადგინა, რომ ომის 2 წლის განმავლობაში 1072 საგანმანათლებლო დაწესებულება და თითქმის 150 სამედიცინო დაწესებულება განადგურდა ან დაზიანდა.