ძვირფასო უკრაინელო ძმებო და დებო, ამ საშინელი ომის 2 წლისთავზე მოგმართავთ უდიდესი პატივისცემით. თქვენ დაუმარცხებლობისა და გაუტეხლობის დიდებული მაგალითი მიეცით მსოფლიოს. თქვენი სიმტკიცე და წინააღმდეგობა ყველა ლიტველისთვის ანათებს, როგორც იმედის შუქურა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით და არასდროს დაგტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში სამართლიანობისთვის, გრძელვადიანი მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის და უფრო წარმატებული მომავლისთვის ევროპაში.