სუნიტი მუსლიმები ბარაათის ღამეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს ცოდვების მიტევების, ბარაათის ღამეს ულოცავს.
ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„სუნიტი მუსლიმები დღეს ცოდვების მიტევების, ბარაათის ღამეს აღნიშნავენ. ეს მუსლიმთათვის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და მნიშვნელოვანი, ცოდვებისგან გათავისუფლებისა და მიტევების ღამეა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს ულოცავს ამ დღეს და სიკეთეს და სიხარულს უსურვებს მათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.