ყველა მოატყუა, მათ შორის ექიმებიც – ჯაკას გასროლა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ [VIDEO]

ბუნდესლიგის 23-ე ტურში “ლევერკუზენმა” “მაინცს” უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
მატჩის მე-3 წუთზე ანგარიში გრანიტ ჯაკამ გახსნა, შვეიცარიელმა ულამაზესი გოლი გაიტანა და ორიგინალურადაც აღნიშნა. გამოცდილმა ნახევარმცველმა გოლის აღნიშვნისას, ხელი ფეხზე მოიკიდა, რითაც სამედიცინო შტაბი ანერვიულა.
“მაინცმა” ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხა, თუმცა ჩაბი ალონსოს გაწვრთნილმა გუნდმა წინ გასვლა მაინც მოახერხა და ენდრიხმა შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, “ლევერკუზენი” ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიის ავტორი გახდა. “შავ-წითლებს” ალონსოს ხელმძღვანელობით ზედიზედ 33 მატჩია არ წაუგიათ.
“ლევერკუზენი” ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 61 ქულით 1-ელ
ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას 3 მარტს, “კიოლნის” წინააღმდეგ გამართავს.