მცველები გააბითურა – აი, ასეთი გოლი გაუტანა მიქაუტაძემ “ლიონს” [VIDEO]

ლიგა 1-ის 23-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ლიონს“ გიორგი მიქაუტაძის გოლით ამარცხებს.
მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ მეექვსე მატჩს ატარებს და პირველი გოლი გაიტანა – ის მე-13 წუთზე მცველებს დაუსხლტა და თავისი აღმზრდელი კლუბის კარი დალაშქრა.