ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. თითქმის 2-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ექიმებმა თქვეს, რომ პრემიერს ინფორმაცია მიაწოდეს და კლინიკის შენობის დანგრევის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო არგუმენტებზე ესაუბრნენ.
მათივე თქმით, პრემიერთან შეხვედრა ხვალ, 24 თებერვალსაც დაიგეგმა.
“გვქონდა შესაძლებლობა, სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა პრემიერისთვის. ძალიან ყურადღებით გვისმენდა, შეკითხვებსაც გვაძლევდა. ხვალ კიდევ დამატებით შეგვხვდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება სასიკეთო”, – უთხრა რესპუბილური საავადმყოფოს ქირურგმა მალხაზ გაგუამ ჟურნალისტებს.
ირაკლი სთან ერთად შეხვედრას დაესწრო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი . მისი განცხადებით, ხვალინდელ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
“პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ ხვალ კიდევ ერთხელ შევხვდეთ და მეორე მხარის არგუმენტებიც მოვისმინოთ, ამიტომ ხვალ, 4 საათზე გაიმართება შეხვედრა, რომელსაც, სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება. ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ უკვე შეგვიძლია რაიმე გადაწყვეტილებისკენ წავიდეთ. უნდა ჩავთვალოთ, რომ დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო… რაიმე გადაწყვეტილების საფუძველი იქნება არა პროტესტი ან ფორმები ამ გამოხატვის, არამედ არგუმენტების სიმყარე”, – თქვა მდინარაძემ.
მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება 22 იანვარს მიიღო. რამდენიმე საათში კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლებს 4 წინადადება შესთავაზა. ამ შეთავაზებებიდან არცერთი არ არის მისაღები იმ თანამშრომელთა ნაწილისთვის. მათი სახელითაც სარჩელი შევიდა სასამართლოში. ექიმები ამბობენ, რომ ოთხი შეთავაზებიდან არცერთი არ გულისხმობს მათ უპირობო დასაქმებას.