როცა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებდა, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ხაფანგს აგებდნენ, მავნებელთა სახელები აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, საქციელი კი დასჯადი გახდეს

როცა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებდა, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ხაფანგს აგებდნენ, მავნებელთა სახელები აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, საქციელი კი დასჯადი გახდეს
ევროინტეგრაციის გზაზე, ყველამ უნდა იმუშაოს, შესაბამისად პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიაროს. თუმცა არც თუ ისე შორეულ წარსულში, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებდა, ხოლო ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ხაფანგს ხაფანგზე აგებდნენ, პარალელურად კი უცხოელებს ევედრებოდნენ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტად წაიწიოს წინ, ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არის როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების და სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობა.
ნიკოლეიშვილის თქმით, მავნებელთა სახელები აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, ხოლო საქციელი დასჯადი გახდეს.
„ევროინტეგრაციის გზაზე, ყველამ უნდა იმუშაოს, შესაბამისად პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიაროს. თუმცა არც თუ ისე შორეულ წარსულში, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებდა, ხოლო ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ხაფანგს ხაფანგზე აგებდნენ, პარალელურად კი უცხოელებს ევედრებოდნენ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. იმედია, ასე აღარ იქნება წინააღმდეგ შემთხვევაში მავნებელთა სახელები აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, ხოლო საქციელი კი დასჯადი გახდეს“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
Next: “ვეტინგის“ იდეა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, რადგან ქართულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების განხორციელების უფლებრივი პრაქტიკა არ საჭიროებს და ვერ დაუშვებს ამ მეთოდის გამოყენებას

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე