პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის განიხილეს რეგიონულ გეოსტრატეგიულ პროექტებში საქართველოსა და თურქეთის აქტიური თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია.
განიხილეს ასევე რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ევროპარლამენტმა რიგით მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ – დემოკრატიის მანტიამოსხმულები, საბჭოთა ტრადიციების დაბრუნებას ითხოვენ. უფლებების დაცვის მოტივით, თავისივე ხელით უთხრიან ძირს ადამიანის უფლებებსაც და სახელმწიფოსაც