უკრაინამ საქართველოს მთავრობას საინჟინრო ტექნიკა სთხოვა – “იმედია, მალე მივიღებთ პასუხს”

საქართველოს მთავრობას მიმართავს და საინჟინრო ტექნიკის გადაცემას სთხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ალექსანდრ შულგამ განუცხადა. შულგას თქმით, ქართული მხარისგან ჯერჯერობით, პასუხი არ აქვთ.
“ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მთავრობას, ძალიან ბევრი წერილი გავაგზავნეთ და ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, როგორ შეუძლია დახმარების გაწევა. ვიღაც ჰუმანიტარულ დახმარებას გვაწვდის, ზოგი ფინანსურს ზოგი, სამხედრო დახმარებას გვიწევს, იარაღის მოწოდებას ახორციელებს უკრაინისთვის. 2022-23 წლებში 500 გენერატორი გაიგზავნა საქართველოდან, სხვადასხვა სახის ტვირთი, მედიკამენტები, ახლა ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვეთ მათ, რომ საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ, რადგან იმ პირობებში როდესაც მუდმივად იბომბება უკრაინის ინფრასტრუქტურა, აუცილებელია ამ ნანგრევებისგან გასუფთავება, ამ ყველაფერს განიხილავს ქართული მხარე და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მივიღებთ ამის შესახებ პასუხს”

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს