სტოლტენბერგი: ნატო უკრაინის “გამარჯვებისადმი” ერთგულია

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები მზად არიან გააკეთონ კიდევ უფრო მეტი, რათა მ რუსეთთან ომში “გაიმარჯვოს”. მისი თქმით, ალიანსმა “მნიშვნელოვნად შეცვალა” პოზიცია სთვის უფრო მოწინავე იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.
“რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში, უკრაინაში ს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ნატოს მეთაურმა თქვა, რომ უკრაინასთან სოლიდარობა არა მხოლოდ სწორია, არამედ ალიანსის “უსაფრთხოების ინტერესებშიც შედის“.
“ნატოს მოკავშირეები მეტს გააკეთებენ უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად”, – თქვა სტოლტენბერგმა. ”მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში და რომ ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღიურად ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე”, – დასძინა მან.
უკრაინა აცხადებს, რომ გადაუდებლად სჭირდება ფინანსური და სამხედრო დახმარება, დასავლეთში პოლიტიკური დაღლილობის ნიშნების ფონზე.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ გასულ კვირას უკრაინული ძალების გაყვანამ ქალაქ ავდიივკიდან, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, აჩვენა მეტი სამხედრო დახმარების საჭიროება, „იმისათვის, რომ რუსეთმა შემდგომი გამარჯვება ვერ მოიპოვოს“.
უკრაინისთვის განსაზღვრული 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი, შეერთებულ შტატებში ჯერ კვლავ განხილვის საგანია. დახმარება სენატმა დაამტკიცა, მაგრამ ის ახლა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უნდა განიხილონ.
ამ ფონზე, სხვა ქვეყნებმა, მათ შორის შვედეთმა, კანადამ და იაპონიამ, გააძლიერეს კიევის დახმარება. მ დღეს მოაწერა ხელი უკრაინასთან უსაფრთხოების თანამშრომლობის 10-წლიან შეთანხმებას. ხელშეკრულება დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედრიკსენს და უკრაინის პრეზიდენტ ს შორის უკრაინის ქალაქ ლვივში გაფორმდა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ორიენტირებული შეერთებულ შტატებზე, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ, თუ როგორ აძლიერებენ სხვა მოკავშირეები მცდელობას და მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ უკრაინას“, – თქვა სტოლტენბერგმა ინტერვიუში.
კითხვაზე, თუ როდის შეძლებს უკრაინა F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიღებას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამის თქმა რთულია. მან გაიმეორა, რომ უკრაინის მოკავშირეებს სურთ, რომ მოიერიშეები რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდოს კიევს. მან თქვა, რომ F-16-ების ეფექტი უფრო დიდი იქნება, თუ უკრაინელი მფრინავები კარგად გაწვრთნილნი იქნებიან და ტექნიკური ეკიპაჟები და სხვა დამხმარე პერსონალი კარგად მომზადებული იქნება.
აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა F-16-ების უკრაინისთვის გადაცემის წინადადება, დანიიდან და ნიდერლანდებიდან, პილოტების მომზადების დასრულებისთანავე.