“EU-ს ლიდერებმა გადაწყვიტეს, ყველაფერი გააკეთონ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს” – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, , ში შეჭრის 2 წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ EU-ს ლიდერებმა გადაწყვიტეს, უკრაინის გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთონ.
როგორც ჰერჩინსკი ამბობს, EU მოწოდებულია, რომ ქვეყანას პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფინანსურად, ჰუმანიტარულად და სამხედრო თვალსაზრისით დაეხმარონ.
“ჩვენ ვუახლოვდებით ძალიან სამწუხარო თარიღს. ორი წლის თავს რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრიდან ორი. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, დავიკავეთ მხარე ძალიან ცხადად. ჩვენ უკრაინის უკან ვდგავართ. უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი თავი. როგორც ევროკავშირი, მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფინანსურად, ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე სამხედრო კუთხით. ვამაყობ, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირმა ერთსულოვნად გადაწყვიტა, დახარჯოს 50 მილიარდი ევრო უკრაინის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად. ეს არის უკრაინის მიმართ ჩვენი უცვლელი მხარდაჭერის კიდევ ერთი ვალდებულება, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ყველას დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს არა მხოლოდ უკრაინის გვერდით იყვნენ, რამდენს ხანსაც საჭირო იქნება, არამედ ყველაფერი გააკეთონ, რაც საჭიროა, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს,” – ამბობს ჰერჩინსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია