კიდევ ერთი წელი “რეალში”? – ნაკრებში დაბრუნებულ კროოს მადრიდელები ახალ წინადადებას უმზადებენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “რეალი” გუნდის ნახევარმცველ ტონი კროოსს კონტრაქტის 1 წლით გახანგლძრივებას შესთავაზებს.
მოგეხსენებათ, 34 წლის ფეხბურთელმა გერმანიის ნაკრებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და ის ევრო 2024-ზე ითამაშებს.
ვეტერან შუახაზელს “სამეფო გუნდთან” კონტრაქტი ამ ზაფხულს უმთავრდება და არაერთხელ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს.
საბოლოო გადაწყვეტილება თავად კროოსზე იქნება და ის პასუხს ალბათ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე იტყვის.