აშშ 500-ზე მეტ რუსულ სუბიექტს დაასანქცირებს

აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილის, ვოლი ადაეიმოს განცხადებით, შეერთებული შტატები 500-ზე მეტ ახალ რუსულ სუბიექტს სანქციებს დაუწესებს – აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას reuters-ის ავრცელებს.
გადაწყვეტილების მიზანი ში ომის დაწყებიდან 2 წლის თავზე ს წინააღმდეგ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სანქციათა პაკეტი -ის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, შეასუსტოს რუსეთის შესაძლებლობები უკრაინასთან ომის საწარმოებლად.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა დააზარალა და ის 2022 წელს 2.1%-ით შემცირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით კი, 2023 წელს რუსეთის მშპ 3%-ით გაიზარდა, 2024 წელს კი ფონდი 2.6%-იან ზრდას ვარაუდობს.