გავიმეორებ, რომ არავითარი ცვლილებები არ იგეგმება – ირაკლი კობახიძე

გავიმეორებ, რომ არავითარი ცვლილებები არ იგეგმება – ირაკლი კობახიძე
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, არავითარი კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ წარმოებს, – ეს არის ის, რაც შემიძლია მკაფიოდ გითხრათ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მან უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ილია დარჩიაშვილისა და მაკა ბოჭორიშვილის რაიმე თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნის შესახებ.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. ბატონი ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა მან საქართველოს ინტერესები ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში. კიდევ ერთხელ, მას მინდა მადლობა გადავუხარო. კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ მთავრობაში არავითარი პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება. გეგმაში ასეთი რამ არ არის. ერთ, ორ თუ სამ წელიწადში თუ რაიმე ცვლილება მოხდება, ეს მარტო ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ასეთი საუბარი არსად ვრცელდება, თქვენ ავრცელებთ“, – განაცხადა პრემიერმა “მთავარი არხი”-ს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა – როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით