კობახიძე სააკაშვილის გათავისუფლებაზე: ბრიუსელში არცერთ შეხვედრაზე ეს საკითხი არ დაყენებულა

არც ერთ შეხვედრაზე [სააკაშვილის გათავისუფლების] საკითხი არ დაყენებულა, თამამად და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, მათ შორის ორმხრივ შეხვედრებზე, საერთოდ არ დაუყენებიათ ეს საკითხი.
რაც შეეხება NATO-საქართველოს კომისიას, EU-საქართველოს ასოცირების საბჭოს, საერთოდ არ ყოფილა ნახსენები იქ სააკაშვილის გვარი. ეს არის რეალური ვითარება, დანარჩენი სპეკულაციაა.