პრემიერი – არ გვჭირდება ჩიხი ცესკო-ში, გვჭირდება გამართული ცესკო – შესაბამისად, ვმოქმედებთ თავიდან ბოლომდე ინსტიტუტების სიძლიერის ინტერესიდან გამომდინარე

ჩვენ არ გვჭირდება ჩიხი ცესკო-ში, ჩვენ გვჭირდება გამართული ცესკო, რომელიც გამართულად ჩაატარებს საარჩევნო პროცესს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვმოქმედებთ თავიდან ბოლომდე, ინსტიტუტების სიძლიერის ინტერესიდან გამომდინარე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის განმარტებით, რაც შეეხება კონკრეტულად ცესკო-ს შესახებ კანონს, რიტორიკასთან ეს ნაკლებად არის დაკავშირებული.
მისივე განმარტებით, საბოლოო ჯამში, არსებული კანონი, რომელიც თავის დროზე ეფუძნებოდა 19 აპრილის შეთანხმებას, ითვალისწინებდა ჩიხს.
„რეალურად დღეს, ცესკო ერთგვარ ჩიხში არის შესული, ცესკო-ს თავმჯდომარე და ორი წევრი არჩეული არიან დაახლოებით ორი წლის წინ ექვსი თვის ვადით და მათ მხოლოდ იმის გამო უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა, რომ ახალი თავმჯდომარე და წევრები არ არიან არჩეული, ეს არის ჩიხი, სუსტი ლეგიტიმაცია, ჩიხური ვითარება ცესკო-სთვის. ეს ჩიხი შექმნა იმ პუნქტმა, რომელიც თავის დროზე ჩაიდო საბოტაჟის წყალობით 19 აპრილის შეთანხმებაში. ახალი კანონი, რომელიც მიიღო პარლამენტმა ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას. ეს ჩვენ განვმარტეთ ევროპელი პარტნიორების წინაშე და ჩვენი არგუმენტები ძალიან კარგად იქნა მიღებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ არ გვჭირდება ჩიხი ცესკო-ში, ჩვენ გვჭირდება გამართული ცესკო, რომელიც გამართულად ჩაატარებს საარჩევნო პროცესს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვმოქმედებთ თავიდან ბოლომდე, ინსტიტუტების სიძლიერის ინტერესიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, მოგვიწია ჩვენი პოზიციის მკაცრად დაცვა მიუხედავად იმისა,რომ იყო განსხვავებული ჩანაწერი ვენეციის კომისიის დასკვნაში. მათ შორის, შეგახსენებთ, სრული ნონსენსია მოცემული მოქმედ კანონში. გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა შეასრულოს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობა. როცა ასეთ ნონსენსს გვირჩევენ, ბუნებრივია, ჩვენი ვალია წარმოვადგინოთ ჩვენი არგუმენტები და მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც მიესადაგება ცესკოს მიუკერძოებლობის და ეფექტიანობის ინტერესებს“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ