კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ევროპარლამენტთან ურთიერთობები პოზიტიურად განვითარდება

პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში პირველი პრესკონფერენცია გამართა. მან უპასუხა „TV პირველის” შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ბრიუსელში კობახიძის ვიზიტის შესახებ რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციას.
ანონიმურობის პირობით რადიო თავისუფლების ჟურნალისტს წყარომ ბრიუსელში წყარომ უთხრა, რომ „ირაკლი კარგი ახალგაზრდა ბიჭია, ძალიან თავმდაბალი და კეთილგანწყობილი იყო ყველას მიმართ, – როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აქ [ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით] პირველად იმყოფება. მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს ის უბრალოდ სასიამოვნო სახეა, რასაც “ქართული ოცნების” საერთო აგრესიულობის გადასაფარად იყენებენ“.
შეკითხვაზე, „სავარაუდოდ არ დავიწყებიათ „ქართული ოცნების” აგრესიული რიტორიკა, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას, რომელსაც შეხვდით, არ დავიწყებია ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებდით ევროპარლამენტის რეზოლუციების შესახებ. რეზოლუციებს ხან „ჩალის ფასად” აფასებდით, ხან აბსურდულს უწოდებდით, ერთხელ საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეადარეთ ევროპარლამენტი…. ამ თემაზე გქონდათ თუ არა საუბარი [მეცოლასთან შეხვედრაზე]. როგორ აუხსენით, როდესაც საუბარია ანტიდასავლური რიტორიკის შემცირებაზე?” – კობახიძემ უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, ევროპარლამენტთან ურთიერთობები მაქსიმალურად განაახლოს.
„ქალბატონ რობერტა მეცოლასთან ძალიან გულწრფელი საუბარი გვქონდა, ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, კონკრეტულად ამ საკითხზე, რაც უკავშირდება იმ გაუგებრობებს, რომლებიც არსებობდა საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის. სხვათა შორის, პირველი მან ახსენა ეს საკითხი და მადლობა მას ამისათვის.
გახსოვთ, მიღებულ იქნა 2022 წელს სამი სხვადასხვა რეზოლუცია, რომლებიც აბსოლუტურად უსამართლო იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოგვიწია ამ უსამართლო რეზოლუციების გაკრიტიკება. მადლობა, მათ შორის, ქალბატონ რობერტა მეცოლას, ამის შემდეგ უკვე სწორი პრაქტიკა დამკვიდრდა. ასეთი რეზოლუციები უკვე დიდი ხანია აღარ მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან, შესაბამისად, კარგია, რომ ჩვენმა რეაქციამ გავლენა იქონია პროცესების სწორად განვითარებაზე. მე დეტალებში აღარ შევალ, რაში გამოიხატებოდა ის უხეში უსამართლობა, რომელიც დაფიქსირებული იყო ამ რეზოლუციებში…
უნდა ვივარაუდოთ და გამოვთქვათ ოპტიმისტური იმედი, რომ ურთიერთობები პოზიტიური კუთხით განვითარდება. უახლოეს მომავალში, ზაფხულში ჩატარდება ევროპარლამენტის არჩევნები. დაკომპლექტდება თავიდან ევროპარლამენტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ, რომ მაქსიმალურად განვაახლოთ ურთიერთობები ევროპარლამენტთან და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა. მათ შორის იმისათვის, რომ თუნდაც სამომავლოდ გამოირიცხოს ნებისმიერი გაუგებრობა”, – განაცხადა მ.
2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შევიდა ევროპარლამენტის ჯგუფების – „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) – შესწორება. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ სთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.
„ქართული ოცნების” იმდროინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია შემდეგი სიტყვებით შეაფასა: „არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს”.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაში კი, რომელიც 2023 წლის 15 თებერვალს დაამტკიცეს, ევროპარლამენტარები შეახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პატიმარ ექსპრეზიდენტის მიმართ „მოპყრობა ლაკმუსის ტესტია იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ერთგულია საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებების და ევროპისკენ მის მიერ გაცხადებული სწრაფვის. მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების”.
362 ხმა დააგროვა შესწორებამ, რომლის მიხედვითაც დეპუტატები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, განიხილოს „ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის” სანქციების დაწესება, რადგან მას “პერსონალური წვლილი” მიუძღვის იმაში, რომ “საქართველოში დემოკრატია სუსტდება”.
კობახიძემ 2023 წლის 16 თებერვალს ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ განაცხადა: „არავითარი ფასი არ აქვს“, „ნულოვანი ფასი აქვს“.

ასევე დაგაინტერესებთ