ჟოზეფ ბორელმა ჩვენთან საუბარში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა, როგორც საუკეთესო – პრემიერი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.
მისი თქმით, ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა პარტნიორების განსაკუთრებული კეთილგანწყობა საქართველოსა და დელეგაციის მიმართ, რის გამოც პრემიერმა ევროპელ მაღალჩინოსნებს მადლობა გადაუხადა.
„ბატონმა ჟოზეფ ბორელმა ჩვენთან საუბარში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა, როგორც საუკეთესო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო როგორც თანამშრომლობის ზოგად მიმართულებებს, ისე კონკრეტულ ინიციატივებს“, – აღნიშნა პრემიერმა.