“140 კილოანი კაცი როგორ ჩავდიოდი იმ დაღმართზე?” – შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლეს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა არჩილ გაგნიძემ. მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილს უთხრა:
„დაგვიჭირეს ბევრი ადამიანი – პატარები, დიდები. ყველას 109-ე მუხლი წაგვიყენეს, ეგონათ ერთმანეთზე გავიშვერდით ხელს, მაგრამ არ მოხდა ისე, როგორც თქვენ გინდოდათ, ხუთივეს 16 წელი პატიმრობა მოგვისაჯეს, საქმე გამოძიებული არ აქვთ. 140-კილოიანი კაცი რომ ჩადიოდა იმ დაღმართში, ამას რომ იტყვის, ერთი მოწმე მაინც მომიყვანეთ. იმის იმედი არ მაქვს, რომ განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. რაც არის მაქსიმუმი იმას „დააჩაქუჩებთ“, თქვენ მეუბნებით რომ პატივი გცეთ? უნდა გამიგოთ პატივცემულო მოსამართლე, მეც ნერვები მაქვს და ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში“, – განაცხადა გაგნიძემ.
ცნობისთვის, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და არჩილ გაგნიძეს, ოქროს მოწმის გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაშიც.
ამავე ეპიზოდზე “ქემრის” 3 მგზავრი უკვე მსჯავრდებულია და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გამტარებელმა, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში გაბნეულმა აგენტებმა, ზუსტად იციან, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა, ღირებულებებისგან ხალხის დაცლისა და საზოგადოების მორალური გადაგვარების გარეშე შეუძლებელია

ბიძინა ივანიშვილი – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, თუმცა, ამისთვის სიფხიზლე და მზაობა გვმართებს – „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა გაიმარჯვოს

მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას – თუ ვინმემ იცის ურთიერთგატანა, ბრძოლა ეროვნული საქმის და ღირებულებებისთვის, იდენტობის შენარჩუნებისთვის და თუ ვინმემ იცის მშვიდობის ფასიც – ეს ხალხი ხართ თქვენ