“ვის სჯერა, რომ ეს დაემთხვა? “ოცნების” ხელწერაა, ბოლომდე გააწვალოს ადამიანი”– შუშანა მაცაბერიძე

სამოქალაქო აქტივისტებს არ სჯერათ, რომ ს სასამართლო პროცესი მხოლოდ იმიტომ გადაიდო, რომ მოსამართლე შვებულებაში გავიდა. შუშანა მაცაბერიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება დაკავებულ ახალგაზრდას სჯის და ცდილობს ციხეში რაც შეიძლება დიდხანს დატოვოს.
“ქართული ოცნების” ხელწერაა, ბოლომდე გააწვალოს ადამიანი, რომელიც უკანონოდ ჰყავს გამოკეტილი ოთხ კედელს შუა და ამისთვის აკეთებს ყველაფერს, რომ რაც შეიძლება დიდხანს ჰყავდეს ლაზარე გრიგორიადისი ციხეში. შვებულებაში გავიდა ანუ ვის სჯერა ამის, რომ ეს უბრალოდ დაემთხვა? ერთი თვის წინ ჩანიშნულ პროცესზე, როდესაც მოსამართლე ადგენს თვითონ რომელი დღე აწყობს, უთანხმებს ადვოკატებს, უცებ ვიგებთ დღეს, რომ თურმე შვებულება დაემთხვა. სისულელე და სიგიჟე, ვინ დაიჯერებს ამას?, – ამბობს შუშანა მაცაბერიძე.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ლაზარე გრიგორიადისი პროცესი საზოგადოების პროტესტის და ხმაურის ფონზე ჩაივლის.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი გადაიდო. ამის მიზეზი მოსამართლის შვებულებაში გასვლაა. ოჯახი ამტკიცებს, რომ სასამართლო პროცესი განგებ ჭიანურდება.
ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების შემდეგ, ერთი წლის წინ დააკავეს. მას ბრალდების მხარე პოლიციელზე თავდასხმას და სხვისი ქონების განადგურებას ედავება. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ