დიდი ცვლილებები “მანჩესტერში” – “იუნაიტედში” ზაფხულში ბევრი რამ შეიცვლება

დიდი ცვლილებები “მანჩესტერში” – “იუნაიტედში” ზაფხულში ბევრი რამ შეიცვლება
ESPN წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “მანჩესტერ იუნაიტედში” ბევრი რამ შეიცვლება და ეს “წითელ ეშმაკებში” ერთ-ერთი ახალი მფლობელის ჯიმ რეტკლაიფის მოსვლას უკავშირდება.
“ოლდ ტრაფორდიდან” აბარგება ბევრ ფეხბურთელს მოუწევს. სიაში არიან კრიასტიან ერიქსენი, რაფაელ ვარანი, კაზემირო, ჰარი მაგუიაერი, სკოტ მაკტომინეი, აარონ ვან-ბისაკა და ვიქტორ ლინდელოფი. ენტონი მარსიალს კონტრაქტი უმთავრდება და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
“იუნაიტედი” გეგმავს, რომ დაემშვიდობოს ამჟამად განათხოვრებულ ფეხბურთელებს. საუბარია, ჯეიდონ სანჩოზე, დონი ვან დე ბეეკზე, ფაკუნდო პელისტრსა და ბრენდონ უილიამსზე.
სამაგიეროდ, “მანჩესტერი” გაძლიერებასაც გეგამვს. ერიკ ტენ
ჰაგს უნდა, რომ ფეხბურთელები განსაკუთრებით თავდამსხმელისა და მცველის პოზიციებზე დაიმატოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში