პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, MMT ჰოსპიტალში, საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველ რობოტ-ასისტირებად ქირურგიულ ოპერაციას განახორციელებს

26 თებერვალს, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, MMT ჰოსპიტალში, საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველ რობოტ- ასისტირებად ქირურგიულ ოპერაციას განახორციელებს.
MMT ჰოსპიტალის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვლიდან, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილისა და MMT ჰოსპიტლის წარმატებული საქმიანობისა და ინოვაციური მიდგომების შედეგად, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში რობოტ-ასისტირებადი ქირურგია დაინერგება.
„10 წლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად, ჰოსპიტლის აღჭურვილობას უკვე შეემატა კიდევ ერთი, უახლესი სამედიცინო ტექნოლოგია – რობოტ-ასისტირებადი ქირურგიული სისტემა TOUMAI SERGI AI SYSTEM. MMT ჰოსპიტალის წინასწარ შერჩეული სპეციალისტები გადამზადდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში, ხოლო უცხოელი სპეციალისტების უშუალო მეთვალყურეობით – ასისტენტი ექიმები და ექთნები MMT ჰოსპიტლის ბაზაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქირურგიული სისტემა TOUMAI SERGI AI SYSTEM წარმოადგენს პირველ რობოტს, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა ურთულესი ოპერაციები დისტანციურად, 12 000 კილომეტრის მანძილზე. აღნიშნული უნიკალური შედეგი ადასტურებს ამ ულტრათანამედროვე რობოტის სანდოობას.
ფაქტორები, რის გამოც რობოტ-ასისტირებადმა ქირურგიამ, რიგ სფეროებში პრაქტიკულად სრულად ჩაანაცვლა ტრადიციული, ლაპარასკოპიული თუ ღია ქირურგიული ოპერაციები, შემდეგია: რობოტ-ასისტირებადი ქირურგია უნიკალური მოქნილობით, მინიმალური განაკვეთით და უმაღლესი ხილვადობით, უდიდეს გავლენას ახდენს როგორც ოპერაციის წარმატებაზე, ისე პაციენტის სწრაფ გამოჯანმრთელებაზე.
ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებში როგორებიცაა აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, უახლეს რობოტ-ასისტირებად ოპერაციებს უკვე მიმართავენ მედიცინის ისეთ სპეციალობებში, როგორებიცაა უროლოგია, თოროკალური (გულ-მკერდის) დააბდომინალური (მუცლის ღრუს), ასევე გინეკოლოგიური და კარდიოლოგიური ქირურგია.
დღეს დღეობით რობოტ-ასისტირებადი ქირურგიული სისტემები უკვე წარმოადგენენ სამკურნალო სტანდარტს ამერიკის, ევროპისა თუ აზიის რიგ ქვეყნებში, მიმდინარე წელი კი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი რეგიონისთვის და საკუთრივ საქართველოსთვის. პროფესორ გურამ ქარაზანაშვილისა და MMT ჰოსპიტლის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად, ინოვაციური და მომავლის სამედიცინო ტექნოლოგიები უკვე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთათვის და ასევე ვიზიტორთათვისაც ხელმისაწვდომი გახდა.
რობოტ-ასისტირებადი ქირურგია კავკასიის რეგიონისთვის ახალი ერაა და მომავლის სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვის საწყისი ეტაპი. შედეგად, საქართველოს ჯანდაცვის სექტორი მოწინავე ტექნოლოგიური სიახლეებით წამყვან ქვეყანათა საერთაშორისო რუკაზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
https://mmt.ge/
https://www.facebook.com/mmt.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?