რუსეთის ციხიდან გათავისუფლებული უკრაინელი მღვდელი, სავარაუდოდ, საქართველოში შემოვიდა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მღვდელი , მარიუპოლის მახლობლად სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ხრიმლი) უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ს ფედერაციის ტერიტორიიდან გააძევეს, ის საქართველოში იმყოფება, ინფორმაციას „Україна Православна“ ავრცელებს.
ინფორმაცია გამოცემასთან საუბარში დაადასტურა დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა სერგიუსმა.
„შემატყობინეს, რომ მან უკვე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, მადლობა ღმერთს, მადლობა უკრაინის სახალხო დამცველს ბატონ ლუბინეცს – ეს მისი მუშაობის დამსახურებით მოხდა“,- თქვა მან.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) მღვდელი 2023 წლის სექტემბერში დააკავეს, მას „უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული დაჯგუფების მხარდაჭერაში, ანტირუსული, ექსტრემისტული ფორმით და ასევე ეროვნულ და რელიგიურ საფუძველზე სიძულვილისა და მტრობის გაღვივებაში“ ადანაშაულებდნენ. შემდეგ ის რუსეთის როსტოვის ოლქში წაიყვანეს.
თბილისში, მათ შორის უკრაინის საელჩოში ჯერჯერობით არ ეხმაურებიან ინფორმაციას არქიმანდრიტ ქრისტეფორეს (ხრიმლის) მიერ რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შესახებ.
ავტოკეფალური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (ПЦУ) უკრაინის ორი უდიდესი მართლმადიდებელი ეკლესიიდან ერთ-ერთია, ის ქვეყნის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია (РПЦ) და მართლმადიდებლური ეკლესიების უმეტესობა მას კანონიკურად არ აღიარებს, ისევე როგორც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (ყოფილი მოსკოვის საპატრიარქო), რომელსაც, თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლება ადანაშაულებს იმაში რომ სრულად არ გაუწყვეტია კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან.

ასევე დაგაინტერესებთ