DRG ტარიფი დამოუკიდებელმა სტრუქტურამ უნდა დაითვალოს და არა სამინისტრომ – ნინა კობახიძე

“ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინა ს მიაჩნია, რომ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელით (DRG) სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ტარიფები დამოუკიდებელმა სტრუქტურამ უნდა დაითვალოს და არა ჯანდაცვის სამინისტრომ.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ DRG მოდელის რეფორმის პრაქტიკაში დანერგვიდან ერთი წლის გამოვლენილ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა. ამასთან, მისი შეფასებით, დღესდღეობით, მოქმედი DRG მოდელი ჰიბრიდულია და სამედიცინო სექტორი მისი დახვეწის მოლოდინშია.