ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა შეაჩერა

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობა შეაჩერა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება, ჩვენი აზრით, არ შესრულებულა სომხეთთან მიმართებაში, განსაკუთრებით 2021-2022 წლებში. ეს არ შეიძლება დარჩეს ჩვენი ყურადღების გარეშე. ჩვენ შევაჩერეთ მონაწილეობა ამ შეთანხმებაში. ვნახოთ, რა იქნება შემდეგში“, – განაცხადა ფაშინიანმა France 24-თან ინტერვიუში.
სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის შესაძლო დახურვის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, პრემიერმა უპასუხა რომ „ამ დროისთვის ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სამწუხარო და დასანანია, რომ ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები ღირებულებებს არ ეფუძნება – ექსტრემისტულ, რადიკალურ აქტივობებს კონკრეტული განცხადებებით ახალისებენ უცხოელი კოლეგები

ირაკლი კობახიძე – ცესკო პასუხისმგებელია იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები – ყველა წინა არჩევნები ძალიან გამართულად ჩაატარეს, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს

ვოლოდიმირ ზელენსკი – კრივი-რიჰში რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე უკრაინაში აშშ-ის საელჩოს რეაქცია გულდასაწყვეტია – სიტყვა „რუსულის“ ხსენებისაც კი ეშინიათ, როცა საუბრობენ რაკეტაზე, რომელმაც ბავშვები დახოცა