მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე დრონებით მორიგ თავდასხმას

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ზე მორიგი იერიში მიიტანეს. ერთ-ერთი სამიზნე ოდესის ოლქი იყო.
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ გამთენიისას გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის ოლქში 9 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი დაეცა ოდესის სანაპირო ზონაში მდებარე საწარმოს შენობას და ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს 3 დაღუპულის ცხედარი.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ დნიპროში დრონი მოხვდა მრავალბინიან სახლს. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 8 ადამიანი, მათგან 7 ჰოსპიტალიზებულია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას განაგრძობენ.
ხვალ, 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინის წინააღმდეგ ს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება