ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მდებარე მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა მასიურმა ხანძარმა სულ მცირე ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხანძარი 14 სართულიან კორპუსს კამპანარის რაიონში მოედო და მიმდებარე შენობაში გავრცელდა.
მეხანძრეები ბალკონებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ, ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაძლოა, ადამიანები შენობაშიც იყვნენ ჩარჩენილი.
დაშავებულია სულ მცირე 14 ადამიანი, მათ შორის ექვსი მეხანძრე და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეების 20-ზე მეტი ეკიპაჟი მუშაობს. ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.