22 თებერვალს აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ აწესებს „ახალი გამანადგურებელი სანქციების პაკეტს“ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის წლისთავთან და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორი ნულანდმა განაცხადა, რომ სანქციების უმეტესობა დაარტყამს „პუტინის სამხედრო მანქანას“ დ ამოავსებს ხარვეზებს სანქციების უკვე არსებულ რეჟიმებში.
ახალი სანქციები ასევე მიმართული იქნება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს გვერდი აუარონ არსებულ სანქციებს და ბანკებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის საშუალებას იძლევიან.