რუსი პილოტის მკვლელობა, სავარაუდოდ, კრემლმა დაუკვეთა – მედია

ესპანეთში, რუსი პილოტის, მაქსიმ კუზმინოვის, მკვლელობა, სავარაუდოდ, კრემლმა დაუკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა El País ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემასთან ესპანეთის დაზვერვაში მომუშავე წყაროები ამბობენ, რომ მკვლელობის კრემლთან დაკავშირება რთული იქნება, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთმა პილოტის მოკვლა დაქირავებულ მკვლელებს დაავალა. სამთავრობო წყაროები განმარტავენ, რომ დაზვერვა კუზმინოვის ესპანეთში ყოფნის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
ცნობილია, რომ პროვინცია ალიკანტეში, სადაც ის იმყოფებოდა, ს ყველაზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ რუსეთის მთავრობამ მკვლელობა ადგილობრივი მაცხოვრებლის დახმარებით შეძლო.
El País-თან საუბრისას დიპლომატიურმა წყაროებმა თქვეს, რომ ეს “ძალიან სერიოზული” საკითხია და რუსეთის ჩართულობის დადგენის შემთხვევაში, ესპანეთს “ძლიერი” საპასუხო რეაქცია ექნება.
ესპანეთის მთავრობის სპიკერმა პილარ ალეგრიამ თქვა, რომ “სამოქალაქო გვარდიას უნდა მივცეთ საშუალება, თავისი საქმე შეასრულოს და გამოძიება გაგრძელდეს”.
შეგახსენებთ, რომ მაქსიმ კუზმინოვი 2023 წელს უკრაინულ მხარეს MI-8 ტიპის ვერტმფრენით ჩაბარდა. ის 19 თებერვალს, ესპანეთში, მოკლული იპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ