“მარსელმა” “შახტარი” ევროპა ლიგიდან გამოაგდო

ევროპა ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში „შახტარი“ გასვლაზე, გატუზოს ნაცვლად მწვრთნელად დანიშნულ „მარსელთან“ 1:3 დამარცხდა და ევროტურნირებს გამოეთიშა.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა, “ველოდრომზე”სტუმრები ეგინალდუს მიერ მოპოვებული პენალტით სუდაკოვმა დააწინაურა, თუმცა ობამეიანგმა ანგარიში მალევე გაათანაბრა. 74-ე წუთზე მატვიენკოს შეცდომის შემდეგ სარიმ რიზნიკის კარი დალაშქრა, ცოტა ხანში კი გამოსვლაზე ბურთი თავად რიზნიკმა უხეიროდ მოიგერია და კონდოგბიამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
დონეცკურ გუნდში 85-ე წუთამდე ითამაშა ირაკლი აზაროვმა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო.
მარსელი – შახტარი 3:1

ასევე დაგაინტერესებთ