“სლოვანი” – “შტურმი”. სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაშია

კონფერენს ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში „სლოვანი“ „შტურმს“ უმასპინძლებს. სამივე ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაშია – მასპინძელთა რიგებში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა, სტუმართა გუნდში კი ოთარ კიტეიშვილი
პირველი შეხვედრა “შტურმმა” 4:1 მოიგო, დღევანდელი თამაში კი ბრატისლავაში თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.