ასე დახვდნენ ჩემპიონს ესპანეთში – ილია თოფურია მადრიდში დაბრუნდა [VIDEO]

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ილია თოფურიას მადრიდის აეროპორტში აეროპორტში ზღვა ხალხი დახვდა, რომლებიც მის სახელს სკანდირებდნენ.
თოფურიამ კიდევ ერთხელ გამოთქვა კონორ მაკგრეგორთან “სანტიაგო ბერნაბეუზე” ბრძოლის სურვილი და დასძინა, რომ კილიან მბაპე “რეალთან” კონტრაქტის გაფორმებით ბედნიერი უნდა იყოს.
შეგახსენებთ, UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.