ორბელიანების სასახლეში სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი გამოვლინდა

ორბელიანების სასახლემ უკვე მეორედ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერითა და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ელჩებმა მოწვეულ სტუმრებს საკუთარი საქმიანობის შედეგები წარუდგინეს.
მათივე ცნობით, ელჩების მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის გაეცნოთ და შეეთავაზებინათ სოციალური მეწარმეობა, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების სისტემურად და გრძელვადიანად გადაჭრის უნიკალური მიდგომა.
„სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა მ, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანნა ლიბერგიმ, ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ედიტე მედნემ და CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ.
აღსანიშნია, რომ საკუთარ რეგიონებში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, კახეთში, სვანეთსა და იმერეთში, 6 თვის მანძილზე ელჩები მუშაობდნენ სხვადასხვა თემსა და მუნიციპალიტეტში, ხვდებოდნენ სოფლებსა და მიუვალ ადგილებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, წარმართავდნენ როგორც საინფორმაციო შეხვედრებს, ასევე ქმნიდნენ ტრენინგმოდულებს, ინტერაქციულ თამაშებსა თუ აქტივობებს, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ერთად სტუმრობდნენ მათ რეგიონებში არსებულ სოციალურ საწარმოებს, ეცნობოდნენ საწარმოო პროცესებს, ახალგაზრდებთან ერთად იკვლევდნენ რეგიონისთვის დამახასიათებელ იმ საზოგადოებრივ გამოწვევებს, რომელთა დაძლევაში წვლილის შეტანაც სოციალური მეწარმეობის გზით არის შესაძლებელი.
ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია ახალგაზრდები ჩაერთონ მათ გარშემო არსებული სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით, მისწვდნენ სოფლებსა და შორეულ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს და გააცნონ სოციალური მეწარმეობა, ახალგაზრდებს განუვითარდეთ პროექტების მართვისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს