“მიშას უყვარდა თბილისი, კახის კი სძულს…” – თამარ ბუჩუკური

კახა კალაძემ გადაწყვიტა სააკაშვილის “დანაშაულებებზე” ისაუბროს და “მოახდევინოს” სასჯელი ბოლომდე
მერამდენე ავტოგოლი უნდა გაუტანოს საკუთარ თავს კ[რ]ახი კალაძემ… კაცს საკუთარი გადაფურთხებულის ლოკვა ასე ძლიერ და ასე უთავმოყვაროდ უყვარდეს, იშვიათია… უკვე აღარ ახსოვს ამ უსინდისოს ვაკის პარკში დაღუპული პატარა გოგო, რომელიც უშუალოდ მისი უწყების კისერზეა… აგო პასუხი თუნდაც ამ დანაშაულზე, მართლაც დიდ ტრაგედიაზე? ილია უნის ლექტორი, ბ-ნი ტარაშვილი რომ დაიღუპა ჭავჭავაძეზე ამ უკუღმართის “კაპრიზის” გამო, უკუღმა მოძრავი ავტობუსის შეჯახებით, აგო პასუხი? რა მორალური უფლებით უნდა ახსენოს ამან სიტყვა “დანაშაული” ან ვისკენ უნდა გაიშვიროს ხელი?! თვითონ კი აღარ სურს გახსენება, მაგრამ გვახსოვს – მიშას ქებით თავს რომ იკლავდა კალაძე რამდენიმე წლის წინ, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი იყო. აი, მაშინ ჯერ კიდევ კალაძე საკუთარ გვარს კალაьძედ რომ იხსენიებდა. “სიცოცხლით სავსე ქალაქს” რომ პირდებოდა ქოცამომრჩევლებს და სიკვდილით და კორუფციით სავსე ქალაქად რომ აქცია კრახიმ… ეს ბედავს მიშას ხსენებას… ცხადია, კრახის მიშა არ უნდა მოსწონდეს, სააკაშვილი ებრძოდა კორუფციას, კახიმ კი ააყვავა ეკონომიკური დანაშაული… მიშა ებრძოდა კრიმინალს, კახი კი კრიმინალზე დგას. მიშას უყვარდა თბილისი, კახის კი სძულს… ჰოდა ამიტომაცაა, კახის ხელში სრული კრახი… ასეა მეგობრებო, ბედაურები რომ აღარ არიან, დოღზე ვირები გამოდიან, მიშა პატიმრობაშია და ეს უვიცი, კორუფციაში ჩამხრჩვალი ქალაქის მერია…

ასევე დაგაინტერესებთ